საფეხბურთო სეზონის დასასრული - ლიგაში „სიონი“ ითამაშებს
საფეხბურთო სეზონის დასასრული - ლიგაში „სიონი“ ითამაშებს

საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა და ეროვნული ლიგა სრული შემადგენლობით დაკომპლექტდა.

„კოლხეთისა“ და „მერანის“ შეხვედრა ფოთის „პარკი არენაზე“ მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი დღეს მარტვილის „მურთაზ ხურცილავას სახელობის“ სტადიონზე 2:2 დასრულდა და „კოლხეთმა“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ლიგის ბოლო მონაწილე ბათუმის „რაგბი-არენაზე“ გაირკვა. ბოლნისის „სიონმა“ პლეი ოფის პირველ მატჩში შინ ბათუმის „დინამო“ 3:2 დაამარცხა. დღევანდელი შეხვედრა ამჯერადაც 3:2 დასრულდა. ბათუმელებმა გაიმარჯვეს, რის შემდეგაც ლიგის საგზურის მფლობელის გასარკვევად ჯერ დამატებითი დრო გახდა საჭირო, შემდეგ პენალტების სერია.

თერთმეტრიანი საჯარიმოები უკეთ ბოლნისელებმა შეასრულეს (4:2). მატჩის გმირი ბოლნისელთა მეკარე თორნიკე ზარქუა გახდა, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია, ბოლო დარტყმა კი სტუმართა თავდამსხმელმა ჯაბა დვალამა შეასრულა და „სიონი“ ეროვნულ ლიგაში დააბრუნა, ბათუმის „დინამო“ კი ლიგიდან გააგდო.

2018 წელს ეროვნულ ლიგაში 10 გუნდი ითამაშებს:

1. ტორპედო
2. დინამო თბ
3. სამტრედია
4. საბურთალო
5. ჩიხურა
6. ლოკომოტივი
7. დილა
8. კოლხეთი 1913
9. რუსთავი
10. სიონი