საფეხბურთო სამყარო „ლოკომოტივის“ ფეხბურთელს თანადგომას უცხადებს [ვიდეო]
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ სეზონი დაიწყო, მაგრამ დღეს „რუსთავთან“ თბილისის „ლოკომოტივის“ განაცხადში გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, მამია გავაშელიშვილი არ იყო.
ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი თბილისელთა შეკრებაზე გამართულ ბოლო საკონტროლო შეხვედრებშიც არ გამოჩენილა. დღეს, პირველ ტურში „ლოკომოტივისა“ და „რუსთავის“ ფეხბურთელები მოედანზე გამოვიდნენ მაისურებით, რომელსაც „გავაშა“ ეწერა და ამით თავდამსხმელის მხარდაჭერა გამოხატეს.
გაირკვა, რომ 23 წლის თავდამსხმელი თურქეთში გამოკვლევებზეა. როგორც გვითხრეს, მამიას დაავადება საწყის სტადიაზე აღმოუჩინეს და დიდი იმედი აქვთ, რომ ის მკურნალობას ექვემდებარება.
მამია გავაშელიშვილს ეკუთვნის საქართველოში დაფიქისრებული შედეგიანობის რეკორდი: 2014/2015 წლები სეზონში „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა 37 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანა და გუნდის მთავარ ქართულ ლიგაში დაბრუნება განაპირობა. სამწუხაროდ, მას შემდეგ ბევრჯერ დაშავდა და „ლოკომოტივს“ ბოლო ორ სეზონში მხოლოდ 21 გოლის გატანით შეეშველა.