საფეხბურთო ლეგიონი | შენგელიამ და ეგოიანმა გაიტანეს, ქართველებმა ლატვიაში თასი ასწიეს, კვერნაძემ ასისტი ჩაიწერა #1TVSPORT
ლევან შენგელიამ „ოფი კრეტაში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო თამაში ჩაატარა და საბერძნეთის თასზე „ვოლოსის“ დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა.
1/8 ფინალის პირველ მატჩში „ოფი კრეტამ“ 25-ე წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრების მოთამაშის საგოლე გადაცემით შეამცირა, 81-ე წუთზე კი ძალიან ეფექტური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1. საპასუხო შეხვედრას 3 ნოემბერს „ვოლოსი“ უმასპინძლებს.
ირაკლი ეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა „ვიტესში“, რომელიც ნიდერლანდების თასის 1/32-ფინალში გასვლაზე „ვალვაიკთან“ 3:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა მე-60 წუთზე გაიტანა.
ლატვიის თასის მფლობელი გახდა ლუკა სილაგაძის და ლაშა ოდიშარიას „რიგას ფს“, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში „აუდა“ დამატებულ დროში 4:2 დაამარცხა. ქართველებიდან მხოლოდ სილაგაძემ ითამაშა, ოდიშარია განაცხადში არ იყო.
გიორგი კვერნაძემ კი თავის იტალიის სერია B-ს მე-11 ტურში „სუდტიროლთან“ გასვლით შეხვედრაში გამოიჩინა. მატჩი 1:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ქართველის გადაცემით მარკიზამ გაიტანა.