საფეხბურთო ლეგიონი | გულიაშვილმა ისევ გაიტანა, მუსელიანი დაშავდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინას პრემიერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა და „სარაევოს“ აუტსაიდერ „სლობოდას“ დამარცხებაში დაეხმარა – 6:0.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მე-12 ტურის შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და სამ გოლში მონაწილეობდა. ერთი მისი განვითარებული შეტევის შემდეგ გავიდა, შემდეგ ასისტი ჩაიწერა და ბოლოს, 76-ე წუთზე თვითონაც გაიტანა. გიორგი მეკარე ელვირ ტრაკოსთან პირისპირ დარჩა და ბურთი თავზე გადაუგდო.
ამავე ტურში ზურაბ მუსელიანი მოსტარის „ველეზის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა „ბორაცის“ წინააღმდეგ მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა. მე-6 წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა მოედანი ტრავმის გამო იძულებით დატოვა, რაც სტუმართა მეკარესთან შეჯახებამ გამოიწვია. რამდენად სერიოზულია ტრავმა, „ველეზის“ პრესსამსახური არ იუწყება.
12 ტურის შემდეგ „სარაევო“ 27 ქულით მეორე ადგილზეა და „ზრინსკის“ (31) ჩამორჩება, „ველეზი“ (13) კი მე-6 პოზიციაზეა.