საფეხბურთო კლუბი „თელავი“ დენის ხომუტოვმა დატოვა. კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, 39 წლის უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება „თელავის“ ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო.
დონეცკის „ოლიმპიკის“ ყოფილმა მწვრთნელმა „თელავი“ იანვარში ჩაიბარა. მაგრამ უკრაინელმა სპეციალისტმა გუნდის წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრა ვერ მოახერხა – 15 ტურის შემდეგ „თელავი“ მე-6 ადგილზეა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მებრძოლ გუნდებს საგრძნობლად ჩამორჩა.
ვინ ჩაიბარებს ვაკანტურ პოსტს და ვინ გახდება „თელავის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. დღეს საქართველოს თასის მერვედფინალში ქუთაისის „ტორპედოსთან“ გუნდი ბესიკ აბულაძემ გაიყვანა.