საფეხბურთო კლუბი „საპოვნელა“ გაკოტრდა

14:11, 22.05.2019

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საფეხბურთო კლუბი „საპოვნელა“ (თერჯოლა) გაკოტრებულად გამოაცხადა და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაცია გააუქმა.

განჩინების მიხედვით, კლუბის დირექტორმა სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნით 4 იანვარს მიმართა. დოკუმენტში მითითებულია, რომ „საპოვნელას“ 18 262 ლარის დავალიანება ჰქონდა. ამასთან, არ გააჩნდა რაიმე სახის ქონება და თანხა საბანკო ანგარიშებზე.

სასამართლოს გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მსგავსი