უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი შეჩერებულია.
„ვხედავთ, როგორ გაძლიერდა ბრძოლა კორონავირუსთან. გადაწყვეტილებები მთავრობამაც მიიღო. ჩვენ მივმართეთ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ყველა შეჯიბრება შეწყდეს განუსაზღვრელი ვადით. დაველოდებით მთავრობიდან კარგ ამბებს, რათა ჩემპიონატი გავაგრძელოთ“, – განაცხადა პაველკომ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ ჩემპიონატები მინიმუმ აპრილის პირველ ნახევრამდე შეაჩერა. მათ შორისაა საქართველოც, რომლის ეროვნული ჩემპიონატი, წინასწარი ინფორმაციით, 4 აპრილამდეა შეწყვეტილი.