საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა გარდაიცვალა - ინფორმაცია მისმა ოჯახმა დაადასტურა #1TVSPORT
ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ოჯახმა გამოაცხადა, როცა ნიდერლანდელის „ტვიტერში“ შესაბამისი პოსტი გამოაქვეყნა.
„მინო ბოლომდე იბრძოდა ისეთივე ძალით, რომლითაც იცავდა თავის ფეხბურთელებს მოლაპარაკებების დროს. მინო სიამაყის საბაბს გვაძლევდა, თან ვერ აცნობიერებდა ამას.
ის ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეეხო თავისი სამუშაოთი და ახალი თავი დაწერა თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში.
მადლობა ყველას უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ რთულ დღეებში მივიღეთ. და გთხოვთ პატივი სცეთ ოჯახის პირად ცხოვრებას გლოვის ჟამს“, – წერია ოჯახის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რაიოლა დიდი ხანი ებრძოდა ავადმყოფობას და ამ ბრძოლაში დამარცხდა. იანვარში დაიწერა მილანის კლინიკაში აგენტის ჰოსპიტალიზაციის შესახებ, მაგრამ მაშინ რაიოლას ოფიციალურ განცხადებაში ეწერა, რომ მან ჩვეულებრივი სამედიცინო შემოწმება გაიარა ყოველგვარი საგანგებო ჩარევის გარეშე. 28 იანვარს კი გავრცელდა ინფორმაცია მის გარდაცვლებაზე, რომელიც ერთი საათის განმავლობაში თავად მინომ უარყო.
რაიოლას კლიენტებს შორის იყვნენ საფეხბურთო ვარსკვლავები – ჯანლუიჯი დონარუმა, ერლინგ ჰალანდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მატეის დე ლიგტი და პოლ პოგბა.