საქართველოს ცხენოსნობის სპორტის ფედერაცია 3, 4 და 5 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის იპოდრომზე, (ლისის ტბა) მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს VTB CUP 2019 ატარებს. ღონისძიების მხარდამჭერი „ვითიბი“ (VTB) ბანკია.
შეჯიბრი წინაღობათა გადალახვაში ტარდება. მასში აზერბაიჯანელი, ბელორუსი, ირანელი, სომეხი და ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ.
დღევანდელ შეჯიბრში პირველი ადგილი ბელორუსმა იგორ მოროცკიმ დაიკავა, მეორეზე აზერბაიჯანელი კენან ნოვრუზოვი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი კი კვლავ მოროცკის ერგო, რომელიც მეორე ცხენითაც ასპარეზობდა.
ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციაა, მხარდამჭერი კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი 5 მაისს გაიმართება.