ახმეტაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართა
ახმეტაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართა

ახმეტაში საცხენოსნო კლუბ ,,ჯარჯის“ ორგანიზებითა და „ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის“ მხარდაჭერით დოღი გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცხენოსნები ერთმანეთს სამ სხვადასხვა დისტანციაზე შეეჯიბრნენ.

ერთ კილომეტრიან მანძილზე შერეული ჯიშის ცხენებით ასპარეზობაში გამარჯვებული საბა ეხვაია გახდა, ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ “ხარებას” სპორტსმენი ხუთ კილომეტრიან დისტანციაზეც, ტრადიციული და შერეული ჯიშის ცხენებში, ფინიშთან პირველი მივიდა. ორ კილომეტრიან მანძილზე წმინდა სისხლის ინგლისური ჯიშის ცხენებით ასპარეზობაში პირველობა კლუბ „ჯარჯის“ მხედარმა, ხვიჩა აბელაშვილმა არავის დაუთმო.
გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულებს თასები და მედლები გადაეცათ.