საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - არსებობს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის არჩევის მკაფიო წესი, არ არის საჭირო ახალი წესების განსაზღვრა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - არსებობს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის არჩევის მკაფიო წესი, არ არის საჭირო ახალი წესების განსაზღვრა

არსებობს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის არჩევის მკაფიო წესი, რომელიც საოპერაციო პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს, არ არის საჭირო ახალი წესების განსაზღვრა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა განაცხადა.

როგორც ჯეიმს ჯონმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას აღნიშნა, ეროვნული ბანკი კარგ ხელშია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, მესტვირიშვილის მმართველობის პირობებში.

„როგორც ჩვენს, ასევე პრეზიდენტის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, რომ არ არის საჭიროება, შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, ჩვენი შეფასებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს მივესალმეთ“, – აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.