საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექვსწლიანი რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო 20-ეულში მოხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექვსწლიანი რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო 20-ეულში მოხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში წარმოდგენილია 2021-2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მსოფლიოს 200-მდე ქვეყანასა და ეკონომიკაში.

ექვსწლიანი რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო 20-ეულში მოხვდა.

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2021-2026 წლებში მთლიანობაში 40%-ით გაიზრდება. ზრდის მაღალი საპროგნოზო ტემპებია ეკონომიკის სხვა ინდიკატორებშიც.