საერთაშორისო სავალუტო ფონდი - მზად ვართ, დავეხმაროთ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდითი ეფექტების შედეგად შესაძლოა, დაზარალდნენ
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - მზად ვართ, დავეხმაროთ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდითი ეფექტების შედეგად შესაძლოა, დაზარალდნენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის, დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდითი ეფექტების შედეგად შესაძლოა, დაზარალდნენ. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები გარდაუვალად შეაფერხებენ ზოგიერთ ფინანსურ ტრანზაქციებსა და ფინანსური სისტემების ფუნქციონირებას, განსაკუთრებით კი, თუ სანქციები შეუზღუდავს რუსეთს სვიფტის ფინანსური ტრანზაქციების ქსელზე წვდომას.

„თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ისეთ სიტუციაში, სადაც იქნება გვერდითი ეფექტები, რომლებიც სხვა ქვეყნებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მეტ ჩართულობას მოითხოვს, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვიქნებით. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დაახლოებით 700 მილიარდი დოლარის ოდენობით კრედიტის შესაძლებლობა“, – განაცხადა გეორგიევამ.

ასევე, მისი თქმით, ფონდს უკრაინისთვის, დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხა გააჩნია გაფართოებული საკრედიტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ივნისამდე პერიოდში შეიძლება გაიცეს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ 700 მილიონი დოლარის ოდენობით პირველი ტრანში გასული წლის ნოემბერში მიიღო.