საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ბიზნესის სექტორში მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციებს ავლენს, საქართველო მე-19 ადგილს იკავებს
საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ბიზნესის სექტორში მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციებს ავლენს, საქართველო მე-19 ადგილს იკავებს

საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციის Kearney-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში – Global Services Location Index (GSLI) 2021 – რომელიც ბიზნეს და ტექნოლოგიური სერვისების სექტორში მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციებს ავლენს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიცირებით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჩართულობით, საქართველო პირველად მოხვდა და მოწინავე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა.

ანგარიშის მომზადებისას Kearney-ს მიერ შეფასდა 60 ქვეყანა 47 სხვადასხვა განზომილებაში, შემდეგი კატეგორიებიდან: ფინანსურ მიმზიდველობა ბიზნესის ოპერირების ხარჯებთან მიმართებაში, კვალიფიციური სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა, ბიზნეს-გარემო და ციფრული რეზონანსი.

საქართველოს წარმატებული დებიუტი აღნიშნულ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული Kearney-ს მიერ.

„ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს აქვს მოწინავე პოზიციები ფინანსური მიმზიდველობის, სამუშაო ძალის უნარების და ბიზნეს-გარემოს კუთხით“, – ნათქვამია ანგარიშში.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, Global Services Location Index რეიტინგში საქართველოს პოზიციონირება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას ცოდნაზე დაფუძნებული ინდუსტრიების მიმართულებით.