საერთაშორისო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტად აუგუსტინ პიშოს არჩევას, მსოფლიო რაგბის რამდენიმე წამყვანი ფედერაცია ეწინააღმდეგება
საერთაშორისო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტად აუგუსტინ პიშოს არჩევას, მსოფლიო რაგბის რამდენიმე წამყვანი ფედერაცია ეწინააღმდეგება

 

საერთაშორისო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტად აუგუსტინ პიშოს არჩევას, მსოფლიო რაგბის რამდენიმე წამყვანი ფედერაცია ეწინააღმდეგება. არჩევნები 2020 წლის მაისში ჩატარდება. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ფავორიტად სწორედ აუგუსტინ პიშო სახელდება.

პირველი რანგის სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლები შიშობენ, რომ არგენტინელი აუგუსტინ პიშო მსოფლიო რაგბიში რევოლუციურ ცვლილებებს განახორციელებს და მის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ. საქმე ისაა, რომ პიშო მეორე რანგის სარაგბო ქვეყნებისთვის, მეტი შესაძლებლობების მიცემის მომხრეა. მან არაერთხელ გააკეთა განცხადება ექვსი ერის გაფართოების აუცილებლობაზეც.

აუგუსტინს პიშოს პრეზიდენტად არჩევას  ინგლისის რაგბის ფედერაციაც ეწინააღმდეგება, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა შოტლანდიელი ჯონ ჯეფრი წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ჯეფრი ივლისში ექვსი ერის გათამაშების ხელმძღვანელად დაინიშნა.

მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის მაისში ჩატარდება და მასში მონაწილეობას რაგბის 124 პროფესიული კავშირის წარმომადგენელი მიიღებს.