საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიელთა ვაქცინაციის ხარჯებს დაფარავს
International Olympic Committee (IOC) President Thomas Bach wearing a face mask speaks to the media after his meeting with Japan's Prime Minister Yoshihide Suga, at the prime minister's office in Tokyo, Monday, Nov. 16, 2020. IOC President Bach is beginning a visit to Tokyo to convince politicians and the Japanese public that the postponed Olympics will open in just over eight months. (Kazuhiro Nogi/Pool Photo via AP)
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ) მზად არის თავის თავზე აიღოს ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებული იქნება ტოკიოს ოლიმპიადის წინ სპორტსმენთა ვაქცინაციასთან. ამის შესახებ განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა იაპონიის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„თუ იმ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამ ხარჯს თავის თავზე აიღებს. და ჩვენ ვითანამშრომლებთ ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან. გვინდა იაპონიაში ჩასვლამდე, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიაროს ვაქცინაცია“, – თქვა ბახმა.
ამასთან, პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ კორონავირუსის ვაქცინაცია არ იქნება სავალდებულო პირობა სპორტსმენებისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიურ თამაშებში. ამასთან, მაყურებლებთან მიმართებაში ანალოგიური მოთხოვნის შესახებ, ბახმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ მიმართულებით გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ თომას ბახი იაპონიაში ვიზიტით იმყოფებდა, რომელიც 18 ნოემბრამდე გაგრძელდება.