საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და ტოკიო 2020 ოლიმპიური თამაშების გადატანას ან გაუქმებას არ განიხილავენ
ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის იოშირო მორის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) და ტოკიო-2020 ოლიმპიური თამაშების გადატანას ან გაუქმებას არ განიხილავს.
იოშირო მორის შესაბამისი განმარტება მოჰყვა ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ჰარუიუკი ტაკაჰასის ინტერვიუს, სადაც ის ტოკიოს თამაშების ერთი ან ორი წლის შემდეგ შესძლო ჩატარებაზე საუბრობს.
„ჩვენი უმთავრესი ამოცანა უსაფრთხო ოლიმპიური თამაშების ჩატარებისკენ სწრაფვაა. ამიტომაც გეგმების შეცვლაზე სულაც არ ვფიქრობთ.
საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა მხოლოდ თავისი მოსაზრება გამოთქვა ჰიპოტეტურ შეკითხვაზე“, – განმარტავს ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი იოშირო მორი.