საერთაშორისო მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

16:10, 18.03.2020

საერთაშორისო მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ „ბიბისი“, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცხრილის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 201 530-ია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 007 ადამიანი. კორონავირუსისგან განკურნება კი ამ დრომდე 82 030-მა ადამიანმა შეძლო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

მსგავსი