საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იტალიელ ასტრონავტს პიცა გაუგზავნეს [ვიდეო]

16:17, 03.12.2017

მზარეულებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ იტალიელ ასტრონავტს პიცა გაუგზავნეს.

60 წლის პაოლო ნესპოლი უხუცესი ევროპელი ასტრონავტია. ის მესამედ იმყოფება კოსმოსურ სადგურზე. ნესპოლიმ თავის მიმართვაში მანამდე განაცხადა, რომ ყველაზე მეტად კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას იტალიური პიცა ენატრება.

სატვირთო ხომალდით კოსმოსში გააგზავნეს პიცის ყველა ინგრედიენტი. მოგვიანებით NASA-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც გახარებული იტალიელი ასტრონავტი და ეკიპაჟს სხვა წევრები პიცას აგემოვნებენ.

მსგავსი