საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია „მაერსკის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წითელ ზღვაში ნაოსნობის შეფერხება, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის, „მაერსკის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წითელ ზღვაში ნაოსნობის შეფერხება, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
ვინსენთ კლერკის განცხადებით, სატვირთო ნაოსნობის შეფერხებას შეიძლება ჰქონდეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები გლობალური ეკონომიკის ზრდაზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მობილიზებისკენ, რომ გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია ბაბ ალ-მანდების სრუტის ხელახლა გასახსნელად. ეს არის გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი არტერია და ის ახლა ჩაკეტილია“, – განცხადა „მაერსკის“ ხელმძღვანელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ 19 ნოემბრის შემდეგ წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე 26 თავდასხმა განახორციელეს. „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისინი თავს ესხმიან ისრაელთან დაკავშირებულ ან ისრაელში მიმავალ გემებს ღაზაში მიმდინარე ომისადმი პროტესტის ნიშნად.