საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „იუვენტუსი“-„ბაიერნი“ 2:0 [ვიდეო]
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „იუვენტუსი“-„ბაიერნი“ 2:0 [ვიდეო]

ფილადელფიაში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის (International Champions Cup) კიდევ ერთი მატჩი გაიმართა იტალიისა და გერმანიის ჩემპიონების მონაწილეობით – „იუვენტუსი“ „ბაიერნს“ შეხვდა. 21 წლის ანდრეა ფავილის დუბლის წყალობით, იტალიურმა გუნდმა 2:0 მოიგო. 32-ე წუთზე ახალგაზრდა ფორვარდმა სვენ ულრაიხის სერიოზული შეცდომის შემდეგ გახსნა ანგარიში, მე-40 წუთზე კი მეკარესთან ერთი ერთზე შესვლა გამოიყენა.​ ფავილი ამ ზაფხულს, „ასკოლიდან“ გადავიდა „იუვენტუსში“.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„იუვენტუსი“: პერინი (პინსოლიო, 71), კიელინი (კალდარა, 54), რუგანი (ბარძალი, 54), ალექს სანდრო, ჟოაო კანსელო (მაცეკი, 71), ემრჩე ჩანი (ფაჯოლი, 44), პიანიჩი (კასტანოსი, 71), ბერნარდესკი (მატეუს პერეირა, 59), მარკიზიო (ფერნანდესი, 46), დე შილიო, ფავილი (ბელტრამე, 54).

„ბაიერნი“: ულრაიხი (ჰოფმანი, 82), ხავი მარტინესი (ალაბა, 37), სტანიშიჩი (რიჩარდსი, 46), ბერნატი (მაიერი, 46), იოჰანსონი (რაფინია, 46), რიბერი (კომანი, 46), ზილა (ვუ-ენ ჩონი, 46), გნაბრი (რობენი, 46), შაბანი (სანჩესი, 46), ვილი (ცაიზერი, 46), ვაგნერი (ვრიდტი, 46).

„ბაიერნისთვის“ ეს მეორე მატჩი იყო საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე – წინა მატჩი მან „პარი სენ-ჟერმენს“ მოუგო – 3:1. „იუვენტუსისთვის“ ეს სადებიუტო მატჩი იყო.