საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „ბაიერნი“-პსჟ 3:1
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „ბაიერნი“-პსჟ 3:1

გერმანიის ქალაქ კლაგენფიურტში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის რანგში საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა – „ბაიერნი“ „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდა.

ორივე გუნდის შემადგენლობის დიდი ნაწილი სარეზერვო ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. პარიზული გუნდის კარში ჯანლუიჯი ბუფონი იდგა, რომელმაც ერთი გოლი გაუშვა და 66-ე წუთზე შეცვალეს.

პირველი ტაიმი პსჟ-მ მოიგო ლიბერიის პრეზიდენტის ჟორჟ ვეას ვაჟის ტიმოტი ვეას გოლით, მაგრამ მეორე ტაიმში „ბაიერნმა“ სამი გოლის გატანა შეძლო და 3:1 მოიგო. თავი გამოიჩინეს – ხავი მარტინესმა (60), რენატუ სანჩესმა (68) და ზირკზემ (78).

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ბაიერნი: ულრაიხი – რაფინია (იოჰანსონი, 71), სტანიშიჩი (ალაბა, 46), ხავი მარტინესი (რიჩარდსი, 62), ხუან ბერნატი (გნაბრი, 62)- ვილი, რენატუ სანჩესი (ზილა, 70)- რობენი (მაიერი, 62), ბატისტა მაიერი (შაბანი, 46), რიბერი (კომანი, 46) – ვაგნერი (ზირკზე, 62)
პსჟ: ბუფონი (დეშამი, 66), სო, დიარა (ხესე, 72), რიმანი, დაგბა, ნსოკი – ბერნედი (ჟორჟენი, 84), რაბიო (პოსტოლაკი, 72/ფრესანჟი, 84), ნკუნკუ (ზაგრე, 70), ტუფიკი, ვეა.

„პარი სენ-ჟერმენი“ შემდეგ შეხვედრას „არსენალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, „ბაიერნი“ „იუვენტუსს“ შეხვდება.

დატოვე კომენტარი