საერთაშორისო ჩემპიონთა თასი აზიაში არ გაიმართება
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი აზიაში არ გაიმართება

ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო, გადაწყდა, რომ 2020 წლის ზაფხულში აზიაში აღარ გაიმართება ამხანაგური ტურნირი – საერთაშორისო ჩემპიონთა თასი. ამის შესახებ დაწერა BBC-მ.

ეს ტურნირი უკვე რამდენიმე წელია იმართება და ემსახურება აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ფეხბურთის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას. საერთაშორისო ჩემპიონთა თასს ევროპული გრანდები ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად გამოიყენებდნენ.