საერთაშორისო ატომური სააგენტო - კახოვკის წყალსაცავში წყლის დონე საათში 5-7 სანტიმეტრით იკლებს
კახოვკის წყალსაცავში წყლის დონე საათში 5-7 სანტიმეტრით იკლებს. საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინფორმაციით, თუკი წყალსაცავში წყლის დონე 12,7 მეტრს ჩამოცდება, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რეაქტორების გასაგრილებლად წყლის გადაქაჩვას ვეღარ შეძლებს.
წყლის დონე ამ დროისთვის 14 მეტრს აღწევს. ამჟამად ელექტროსადგურის რეზერვუარების შევსებას ცდილობენ.
როგორც საერთაშორისო ატომურ სააგენტოში აცხადებენ, წყლის რეზერვების შევსესბის შემთხვევაში 6 რეაქტორის გაგრილების პრობლემა რამდენიმე თვით მოიხსნება.