საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ-ი ერაყიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას ჯერ არ გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები ერაყიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას ჯერ არ გეგმავს, – ამის შესახებ საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის წარმომადგენელმა განაცხადა.
შონ რაიანის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოში ამერიკელი სამხედროების ყოფნა ტერორისტებისგან გათავისუფლებულ რეგიონში ვითარების დასტაბილურებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ანტიტეროისტული კოალიციის წარმომადგენლის თქმით, ამერიკული სამხედრო კონტიგენტი ერაყში იმდენი ხანი დარჩება, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.
2017 წელს ერაყის ხელისუფლებამ ქვეყანაში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებზე გამარჯვების შესახებ განაცხადა, თუმცა რადიკალები ერაყის სხვადასხვა რეგიონში ამ დრომდე რჩებიან და ტერაქტებს ახორციელებენ. ამასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სამწლიანი ომის გამო, ქვეყანაში უმუშევრობის მაღალ დონეს და პროდუქციაზე გაზრდილ ფასებს ებრძვიან.