ამერიკულ-ბაპტისტური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს
ამერიკულ-ბაპტისტური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება სხვადასხვა ენაზე ჩატარდა.
ეკლესიის მთავარმა პასტორმა მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოდინარე, საშობაო ლიტურგია წესების სრული დაცვით ჩატარდა.
ამერიკულ-ბაპტისტური ეკლესია საქართველოში 2009 წლიდან არსებობს.
„დღეს ოესო ქრისტე მოევლინა წუთისოფელს. ბიბლია გვეუბნება, რომ წყვდიადში მყოფ ხალხს სინათლე გამოუბრწყინდათ და მიუხედავად დღევანდელი რთული გამოწვევებისა, ჩვენ გვაქვს იმედი, გვაქვს სინათლე და მიზეზი, რომ ვიმხიარულოთ. ქვეყნების დიდი ნაწილი ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. მნიშვნელობა არ აქვს 25 დეკემბერს აღნიშნავ თუ 7 იანვარს, მთავარი უწყება შობისა ის არის, რომ ქრისტე იშვა დედამიწაზე, ღმერთი განკაცდა და ადამინის სახით მოვიდა დედამიწაზე. ჩვენი ეკლესია არის საერთაშორისო ეკლესია და დაახლოებით, შვიდი-რვა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან. ღვთიმსახურება გარკვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სამ ენაზე ჩატარდა – ქართულ, ინგლისურ და ირანულ ენაზე“, – განაცხადა პასტორმა, კახა ჩხაიძემ.