საელჩოს ცნობით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო შედის „წითელი“ ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება
საელჩოს ცნობით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო შედის „წითელი“ ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის „წითელი“ ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

„აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება ან მოიხსნება“, – აცხადებენ ისრაელის საელჩოში.