სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT
სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT

ევროპული მედიის ინფორმაციით, სენეგალის ნაკრებისა და „ბაიერნის“ თავდამსხმელი სადიო მანე ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს.

იუწყებიან, რომ მანემ აქილევსის მყესი დაიზიანა და სენეგალის ნაკრების ლიდერი საკუთარ ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში სადიო მანემ „ბაიერნის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.