სადიო მანე - ჩემპიონთა ლიგის მედალს, აფრიკის თასის აღებაში გადავცვლიდი
სენეგალისა და „ლივერპულის“ ნახევარმცველი სადიო მანე აცხადებს, რომ მზადაა ჩემპიონთა ლიგის მედალი აფრიკის თასის მოგებაში გაცვალოს.
„მე მზად ვარ მედალი დღესვე გავცვალო. ალჟირი ძალიან კარგი გუნდია. მოუთმენლად ველოდები ფინალურ მატჩს და იქ გამარჯვებას“, – განაცხადა მანემ „ბი ბი სისთან“ (BBC) საუბრისას.
აფრიკის ერთა თასის ფინალში ერთმანეთს სენეგალისა და ალჟირის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.