სადიო მანე ახლოს არის „ინტერში“ გადასვლასთან #1TVSPORT
სადიო მანე ახლოს არის „ინტერში“ გადასვლასთან #1TVSPORT

სენეგალელი ფორვარდი სადიო მანე, შესაძლოა, სულ მალე ტოპ-ლიგაში დაბრუნდეს. ბოლო წლებში ფეხბურთელი საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ თამაშობს, მაგრამ ახლა მისი შეძენით სერიოზულად დაინტერესდა „ინტერი“.

როგორც Inter News წერს, მილანური კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ფეხბურთელის ამჟამინდელი ფორმის მიუხედავად, მანეს არ დაუკარგავს თავისი საუკეთესო თვისებები და მზად არის ისევ ითამაშოს უმაღლეს დონეზე. „ინტერი“ აპირებს უახლოეს დროში გააფორმოს მასთან კონტრაქტი.

მიმდინარე სეზონში სენეგალელმა 23 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.