სადიო მანე აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
სადიო მანე აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

„ლივერპულისა“ და სენეგალის ნაკრების ფორვარდი სადიო მანე 2019 წელს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, – დაწერა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრესსამსახურმა.

მანემ გამოკითხვაში აჯობა „ლივერპულში“ თავის თანაგუნდელ მოჰამედ სალაჰსა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ რიად მაჰრეზს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წელი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი სალაჰი ხდებოდა, მანე კი ორივეჯერ მეორე ადგილზე გავიდა.

სადიო მანე „ლივერპულში“ 2016 წლიდან გამოდის.