სადიო მალე პრემიერლიგას ვერ დაიწყებს
სადიო მალე პრემიერლიგას ვერ დაიწყებს

ინგლისის ვიცე-ჩემპიონის „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერი სადიო მანე ვერ ითამაშებს პრემიერლიგის სასტარტო ტურში, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „მირორმა“ (Mirror).

სენეგალელი მონაწილეობას მიიღებს აფრიკის ეროვნებათა თასის ფინალში, ამიტომაც ვერ მოასწრებს ინგლისის პრემერლიგის პირველ ტურში თამაშს.

ფეხბურთელი გეგმავს რამდენიმე კვირა დასვენებას და გუნდს მოგვიანებით შეუერთდება“, – წერს ჟურნალისტი.

ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურში „ლივერპული“ დებიუტანტ „ნორვიჩს“ შეხვდება. მატჩი 9 აგვისტოს გაიმართება.

აფრიკის თასის ფინალში სენეგალი ალჟირის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 19 ივლისს გაიმართება.