სადეზინფექციო სამუშაოების გამო, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფისები 31 მარტს, 2 და 4 აპრილს სამუშაო პროცესს შეაჩერებს
სადეზინფექციო სამუშაოების გამო, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფისები 31 მარტს, 2 და 4 აპრილს სამუშაო პროცესს შეაჩერებს

საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფისები მიმდინარე კვირაში, სამი დღის განმავლობაში სამუშაო პროცესს შეაჩერებს და მოქალაქეებს არ მოემსახურება.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დასვენების გამოცხადების მიზეზი დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებია.

„პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო 31 მარტი, 2,4 აპრილი გამოცხადებულია დასვენების დღედ“, – წერია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი