გიორგი ლორიამ თავის ახალ კლუბში სადებიუტო მატჩი ჩაატარა – მეორე ბუნდესლიგის ტურში მისი ახალი კლუბი მაგდებურგი სახლში აუეს ერცგებირგეს შეხვდა და 1:0 დაამარცხა.
საქართვცელოს ნაკრების მეკარე გერმანულ კლუბში მცირე ხნის წინ ჩაირიცხა და პირველივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენეს. რეალურად, 32 წლის კიპერს ბევრი საქმე არც ჰქონია და მაგდებურგის კარი უგოლოდ შეინახა.
ამ გამარჯვებით მაგდებურგმა 19 ტურში 14 ქულა დააგროვა და აუტსაიდერთა ზონას თავი დაღწია.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში რუსულმა კლუბმა სამარის კრილია სოვეტოვმა ლორიას კონტრატქი გაუწყვიტა და უგუნდოდ დატოვა. ამის მიუხედავად, ერთა ლიგაზე გიორგი საქართველოს ნაკრებში შეუცვლელად თამაშობდა და 6 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.