სადავო საარჩევნო კანონპროექტის გამო საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა
სადავო საარჩევნო კანონპროექტის გამო საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

საბერძნეთში სადავო საარჩევნო კანონპროექტის გამო უზენაესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, მოსამართლე ქრისტეს ცანერიკოსი თანამდებობიდან გადადგა.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიას მომავალი თვის საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება. მათ არ აქვთ უფლება, არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ.

ულტრამემარჯვენეები უზენაეს სასამართლოს მოუწოდებენ, აკრძალვების შესახებ კანონპროექტი არა რეგულარულ სხდომაზე, არამედ პლენარულ სხდომაზე განიხილონ. როგორც მედია წერს, ქრისტეს ცანერიკოსმა საჯაროდ გააპროტესტა ახალი ცვლილება და მას სასამართლო სისტემაში ხელისუფლების ჩარევა უწოდა.

მედიის ცნობით, ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა პარტიამ, შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით, ახალი თავმჯდომარე დანიშნა, რის გამოც მთავრობამ კანონპროექტში შეიტანა შესწორება, რომელიც უფრო მეტად ზღუდავს არჩევნებში მონაწილეობის წესებს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები 21 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს თავად მიცოტაკისის პარტიაც.