სადახლოსა და სარფში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „სარფი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 22 – 29 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,სარფი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების, ე.გ-ს, ს.ს-სა და ლ.ზ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული (9 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (5.977 გრამი) აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ“, – ნათქვამია განცხადებაში.