რა პოზიციაზე ათამაშებენ „გენტში“ ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულ დიდ ტალანტს, გიორგი ჩაკვეტაძეს? – კითხვაზე პასუხის გაცემას გამოცემა „ვალფოტბალი“ შეეცადა.
საქმე ისაა, რომ საქართველოს შემტევი ნახევარმცველი ტრავმამ რვა თვე დაასვენა, მის პოზიციაზე კი კონკურენტები კარგად ათამაშდბენენ.
„რა გადწყვეტილებას მიიღებს მისი როლის შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯეს ტორუპი. გუნდი მეორე ადგილზეა, შემადგენლობა აწყობილია და სად და გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯესი ტოროპი სად და როგორ გამოიყენებს? ნახევარმცველები მიმდინარე სეზონში გუნდის დასაყრდენ ძალას წარმოადგენენ. შეტევის ხაზიც ძალიან კარგად გამოიყურება.შეუძლია ჩაკვეტაძეს ჯონათან დავიდის ან რომან იარემჩუკის ადგილის დაკავება – მიუხედავად დიდი ნიჭისა, ეს ჯერ გაურკვეველია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მის გამო ტორუპმა უკევ კარგად აწყობილი სათამაშო სისტემა შეცვალოს. ქართველს აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს, როგორც მარცხენა შემტევი და შემტევი ნახევარმცველი. ეს იქნება პლეი-ოფში „ბუფალოს“ (გუნდის ზედმეტსახელია) ახალი ძალა – ჩაკვეტაძე ნებისმიერ შემთხვევაში გუნდისთვის რეალური აქტივი იქნება“ – წერს „ვალფოტბალი“.