უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას მერაბ შარიქაძე
უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას მერაბ შარიქაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე ფრანგულ „ორიაკს“ ტოვებს. ფრანგულ მედიაში (La Montagne) გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 წლის მორაგბესთან „ორიაკი“, სავარადუდოდ ხელშეკრულებას არ გააგრძელებს. შარიქაძე მძიმე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. მას 2019 წლის აპრილიდან „ორიაკის“ რიგებში არ უთამაშია.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი „ორიაკის“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს საქართველოს მორაგბეთა ერვნული ნაკრების კაპიტანი კარიერას.