სად გააგრძელებს კარიერას კაკოვინი
სად გააგრძელებს კარიერას კაკოვინი

ფრანგულმა გამოცემამ Le Figaro ტოპ 14-ში მოთამაშე იმ მორაგბეების სიმბლური გუნდი გამოაქვეყნა, რომლებსაც წლევანდელი სეზონის ბოლოს საკუთარ სარაგბო კლუბებთან კონტრაქტი ეწურებათ. ძალიან დიდი ინტერესით ელოდება ქომაგი, თუ სად გააგრძელებენ თამაშს ტოპ-14 -ის გამორჩეული მოთამაშეები, რომელთა სიმბოლურ ჩამონათვალში 30 წლის ქართველი ბურჯი, „რასინგ 92“-ის მორაგბე ვასილ კაკოვინი მოხვდა.

1. ვასილ კაკოვინი (რასინგ 92)

2. ჟან-შარლ ორიოლი (ლა როშელი)

3. სენუს ჯონსტონი (ბაიონი)

4. დომინიკ ბირდი (რასინგ 92)

5. ვირჯილ ბრუნი (ლიონი)

6. კამილ გერონდო (კასტრი)

7. ლუი ბენუა მადალუ (ტულუზი)

8. სერჯო პარისე (ტულონი)

9. გრეგ ლეიდლოუ (კლერმონი)

10. კოლინ სლეიდი (პო)

11. ალექსი პალისონი (სტად ფრანსე)

12. მაქსიმ მერმოზი (ტულუზი)

13. ჯულიან სავეა (ტულონი)

14. ბენჟამინ ფოლი (მონპელიე)

15. ნიკ აბენდანონი (კლერმონი)

ქართველი მორაგბე საფრანგეთში, ტოპ-14-ში 2010 წლიდან თამაშობს. აქამდე ის „ბრივისა“ და „ტულუზის“ ღირსებას იცავდა. ამჯერად კაკოვინს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა კაკოვინისმოპელიეში“ გადასვლის საკითხი, თუმცა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია ქართველი ბურჯით „ბორდო“ და „ლიონიც“ არიან დაინტერესებულები.

შეგახსენებთ, რომ ვასილ კაკოვინს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 25 შეხვედრას აქვს ჩატარებული.