საჩოგბურთო ტურნირის წინ, ჯოკოვიჩი კორონავირუსით დაავადებულ კალათბურთელს შეხვდა
საჩოგბურთო ტურნირის წინ, ჯოკოვიჩი კორონავირუსით დაავადებულ კალათბურთელს შეხვდა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სერბეთში ყოფნის დროს წვეულებას სტუმრობდა, რომელიც ბელგრადის „პარტიზანის“ ყოფილ კალათბურთელ დეიან მილოევიჩს მიეძღვნა.

როგორც სააგენტო „ნოვა“ წერს, სტუმრებს შორის იყო ბელგრადული კლუბის მოქმედი კალათბურთელი ნიკოლა იანკოვიჩი. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იანკოვიჩი კორონავირუსით არის ავად.

მნიშვნელოვანი დეტალი ის გახლავთ, რომ ეს საღამო წინ უძღოდა საჩვენებელ საჩოგბურთო ტურნირს (Adria Tour), რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ ჯოკოვიჩი იყო. სერბმა არა მხოლოდ ითამაშა ბელგრადში გამართულ ტურნირზე, არამედ აქტიურად იყო ჩართული ბევრ საორგანიზაციო საკითხში. აგრეთვე, მუდმივ კონტაქტში იყო ტურნირში მონაწილე სხვა ვარსკვლავებთან – დომინიკ ტიმთან, ალექსანდრ ზვერევთან და გრიგორ დიმიტროვთან.