საჩხერლები ბულგარელებს დაუზავდნენ - „ჩიხურაში“ 16 წლის მეკარემ ითამაშა 
საჩხერლები ბულგარელებს დაუზავდნენ - „ჩიხურაში“ 16 წლის მეკარემ ითამაშა 

საჩხერის „ჩიხურამ” თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა – ქართული გუნდის მეტოქე ბულგარეთის „სეპტემვრი სოფია“ იყო და მატჩი 0:0 დასრულდა.

საჩხერლებს მოგების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ „ჰანე ფუტბოლ ცენტრში” გამართულ მატჩში ბიძინა მახარობლიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენეს – საჯარიმო დარტყმა საჩხერელთა ნახევარმცველმა გიორგი კორიფაძემ გააფუჭა.

ბულგარელებთან სადებიუტო შეხვედრა ავთო კაპანაძემ ჩაატარა – სოსო ფრუიძემ 16 წლის მეკარე მოედანზე 70-ე წუთზე დინო ჰამზიჩის ნაცვლად შეიყვანა.

სეპტემვრი სოფია 0:0 ჩიხურა

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, კაშია, მაისაშვილი, კორიფაძე, კამლაძე, მამასახლისი, მარკოზაშვილი, ლექვთაძე, სარდალიშვილი, მახარობლიძე.

შეცვლაზე შევიდენ: ა.კაპანაძე, მუმლაძე, დეკანოიძე, მეგრელიშვილი, იონანიძე.

საჩხერლები შემდეგ შეხვედრას 6 თებერვალს გამართავენ – „ჩიხურას” სომხური გუნდი, ერევნის „ბანანცი” დაუპირისპირდება.