საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

21:25, 26.03.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა, მაია ხელაძემ განუცხადა.

ხელაძის ინფორმაციით, კლინიკაში სამი პაციენტი რჩება. მათი მკურნალობა გრძელდება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 79 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი უკვე 11-ია.

მსგავსი