საჩხერეში „მოდინახეს“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საჩხერეში „მოდინახეს“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საჩხერეში ციხე „მოდინახეს“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუშაოების ჩატარებას სრულყოფილად ფონდი ,,ქართუ“ აფინანსებს. პროექტი სამწლიანია და ციხის ძველი იერსახის აღდგენას ითვალისწინებს.

პარალელურად რეაბილიტაცია უტარდება საჩხერე-ციხე „მოდინახეს“ საავტომობილო გზას. პროექტი გარდამავალია და იგეგმება ასფალტობეტონის საფარის, გარეგანათების, საცხოვრებელ ზონასთან საყრდენი კედლებისა და დამცავი ბადეების მოწყობა.

საჩხერე-ციხე „მოდინახეს“ საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი თანადაფინანსებით.