საჩხერე-ონისა და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

14:47, 27.12.2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობით, მოძრაობა ასევე თავისუფალია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე.

მსგავსი