საბურთალოსა და ვაკის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საბურთალოსა და ვაკის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, საბურთალოსა და ვაკის რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, პირველ თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მონპერის, ლამბერტის, კასტელის, რაინეგსის, ტილკეს, ბარონ დე ბაისა და ჰუგო ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ცინცაძის, მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელისა და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმისა და სოფელ ნატბეურების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.