საბურთალოსა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:14, 10.01.2020

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 10 იანვარს საბურთალოსა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამრეკელის, ცინცაძის, საბურთალოს, კუტუზოვის და თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და ხევძმარის ქერჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი