საბურთალოს რაიონში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„დიდ დიღომში კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული გზა მირიან მეფისა და თავდადებულის ქუჩებს აკავშირებს. აქ გზა ფაქტობრივად არ არსებობდა. წვიმაში გადაადგილება შეუძლებელი იყო. ახლა კი, გზის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს საბურთალოს რაიონის გამგეობა. მადლობა მას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების შედეგად, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 8 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კომპანია „სკინჩი“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარია გამოყოფილი.

კახა კალაძესთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

დატოვე კომენტარი