საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 9 თებერვალს საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„09:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გელოვანის გამზირის და ბროწეულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.