საბურთალოს რაიონში, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
საბურთალოს რაიონში, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

სოფელ დიღომში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 3 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. აღნიშნულ ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების სისტემა მოაწყო. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

გასულ წელს, სოფელ დიღომში სამი ქუჩა – კვირაცხოვლის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩები მოასფალტდა. მაჭავარიანის ქუჩის დასრულების შემდეგ კი, სრულდება პროექტი, რომელიც იმ ქუჩების კეთილმოწყობას  მოიცავდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება.

მაჭავარიანის ქუჩის პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 261 514 ლარია გამოყოფილი.