საბურთალოს რაიონში, ცინცაძის 42 ნომერში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო
საბურთალოს რაიონში, ცინცაძის 42 ნომერში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ საბურთალოს რაიონში, ცინცაძის 42 ნომერში ახლად მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერეს.

ტერიტორიაზე, მოსახლეობის თანხმობითა და საბურთალოს რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, მოხდა 17 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი, მოეწყო განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, სკამები, ასევე, ატრაქციონები და საბავშვო ზონა.

საერთო ჯამში, საბურთალოს რაიონში სულ 129 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.

როგორც ავთანდილ ცინცაძემ აღნიშნა, პროექტი გაგრძელდება და დედაქალაქი, უბნები, ეზოები კიდევ მეტად გალამაზდება, გამწვანდება და მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები.